ბიძინა ივანიშვილის როლი

კურტანიძე ენმ-ს: ივანიშვილის დიდსულოვნებამ გამოიწვია ის, რომ აქ ერთად ვზივართ

რაც შეეხება ნაცმოძრაობის ყიჟინს და ხშირად ხმარებას ამ სახელის და გვარის[ბიძინა ივანიშვილის] - ჩვენ არ ვაძლევთ თავს უფლებას, ხშირად ვილაპარაკოთ მასზე. მაგრამ თქვენ გაქვთ ეს უფლება და არ არის პრობლემა. ბატონი ბიძინა ივანიშვილის სახელს და გვარს ახსენებთ ყოველ მეორე სიტყვაში - მინდა, შეგახსენოთ, რომ ზუსტად ბიძინა ივანიშვილის ძალიან დიდმა დიდსულოვნებამ გამოიწვია ის, რომ ჩვენ დღეს ერთად ვზივართ. დღეს რომ ვისმენთ თქვენს რევანშისტულ განცხადებებს, ვისმენთ თარგამაძის, მინაშვილის, გაბაშვილის და აკაკი ბობიხიძის მაღალ ტემბრზე საუბარს და ა.შ. მინდა, მოგიწოდოთ და ერთ რამეზე დაფიქრდეთ - ბიძინა ივანიშვილს ერთობისთვის ძალიან ბევრი ნაბიჯები აქვს გადადგმული.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლუკა კურტანიძე დღევანდელ პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები