სავალუტო კრიზისი

პრეზიდენტი: ლარის დევალვაციის გამოწვევისთვის მთავრობა მზად არ აღმოჩნდა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ სავალუტო კრიზისი მთავრობას ვერ დაბრალდება, თუმცა ის ამისთვის მზად არ აღმოჩნდა. მისი თქმით, მთავრობამ ვერ განჭვრიტა სიტუაცია და ფაქტის წინაშე აღმოჩნდა.

"ლარის დევალვაცია ნამდვილად ვერ დაბრალდება საქართველოს და საქართველოს მთავრობას უშუალოდ, მაგრამ რამდენად მზად ვიყავით ჩვენ ამ პროცესებისთვის. პირველი, ნებისმიერი გლობალური პროცესი, რაც მე დავასახელე, იყო ცნობილი ყველასთვის. ის რომ უკრაინაში ომია, იყო ცნობილი. დოლარის გამყარება ესეც გლობალური პროცესის ნაწილია და ნებისმიერი არაეკონომისტისთვისაც კი ცნობილი იყო, რომ დოლარი მყარდებოდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ ვითარებაში, რამდენად მზად იყო ჩვენი მექანიზმები, ანალიტიკის და სიტუაციის განჭვრეტის, და წინასწარ რამდენად მოქნილი სისტემა გვქონდა ამ სიტუაციის ანალიზში. მე ვგულისხმობ იმას, რომ საქართველოს მთავრობა მზად არ იყო ამისთვის", - განაცხადა პრეზიდენტმა რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში.

მაგრგველაშვილი ფიქრობს, რომ დასახვეწია ანალიზის მექანიზმი "რომელიც უცბად ფაქტის წინაშე კი არ დაგვაყენებს იმ საკითხების თაობაზე, რომლის თაობაზეც, ფაქტობრივად მთელი მსოფლიო ინფორმირებულია, არამედ მოგვცემს ბევრად უფრო წინდახედული პოლიტიკის ჩამოყალიბების შესაძლებლობას. ანალიზის დახვეწისა და გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროსა და ეროვნული ბანკის ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა უზრუნველვყოთ, იმ დათქმით, რომ აუცილებლად უნდა იყოს უზრუნველყოფილი ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა", - განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები