იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა 1991 წელს დაბადებული გიორგი ზ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის, ხოლო 1976 წელს დაბადებული ზურაბ ა. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ცნობით, პოლიციამ თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კოდაში, გიორგი ზ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას „ა-კა-ემ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 1 მჭიდი ამოიღო.

გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული იარაღი ზურაბ ა-მ გიორგი ზ-ს შესანახად გადასცა. ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება გიორგი ზ-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, ხოლო ზურაბ ა-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე, სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს.

კომენტარები