არაფორმალური მმართველობა

ტაბლიაშვილი: ივანიშვილის მოსასმენად პარლამენტის გზაზე ერთმანეთს გაასწრებდნენ

ბიძინა ივანიშვილი, ნებისმიერ შემთხვევაში, მათ შორის, დიდი კაპიტალის ფლობის გამო, არის უზარმაზარი გავლენის მქონე პირი, რომელიც შეიძლება არ ერევა კონკრეტულ, დეტალურ, უმნიშვნელო გადაწყვეტილებებში, მაგრამ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში, ბუნებრივია, ერევა. ამ თვალსაზრისით, ის არის ძალიან დიდი ძალაუფალი, რომელსაც ყველა თანამდებობის პირი, პირდაპირი მნიშვნელობით, შესციცინებს თვალებში. თეორიულად თუ წარმოვიდგენთ, რომ პრეზიდენტი გვარად ყოფილიყო არა მარგველაშვილი, არამედ ივანიშვილი, წარმოგიდგენიათ, როგორ გაასწრებდნენ ერთმანეთს ქუთაისისკენ მიმავალ გზაზე ჩვენი დეპუტატები, რომ მოესმინათ თუნდაც ესეთი შემცირებული უფლებების მქონე პრეზიდენტის გამოსვლისათვის, რომელიც წელიწადში ერთხელ იმართება?! მე თუ მკითხავთ, ეს არის მიზანმიმართული ქმედებები იმისთვის, რომ სახელმწიფო, როგორც ასეთი, დასუსტდეს.

აღნიშნა ჟურნალისტმა ირაკლი ტაბლიაშვილმა, ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში, ქვეყანაში არაფორმალური მმართველობის არსებობასა და 31 მარტს, პარლამენტის წინაშე საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლაზე საუბრისას.

კომენტარები