კონფლიქტი სირიაში

ან ნუსრას ფრონტმა ქალაქი იდლიბი აიღო

bbc.com

ისლამისტურმა დაჯგუფებებმა ფრონტ ან ნუსრას მეთაურობით სირიის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქი იდლიბი დაიკავეს. ბრძოლა 100 ათასიანი ქალაქისთვის 5 დღე მიმდინარეობდა. ისლამისტებმა ის საკუთარ დედაქალაქად გამოაცხადეს. ფრონტი ან ნუსრა ალ კაიდას ადგილობრივ ორგანიზაციას წარმოადგენს. ის როგორც ასადის რეჟიმს, ასევე ისლამურ სახელმწიფოს უპირისპირდება.

იდლიბი სირიის რიგით მეორე პროვინციის ცენტრი გახდა, რომელიც ისლამისტების ხელში გადავიდა. მანამდე ისლამურმა სახელმწიფომ საკუთარ ცენტრად ქალაქი რაკა გამოაცხადა.

სამოქალაქო ომი სირიაში 2011 წლიდან გრძელდება და მას 200 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა. 

კომენტარები