პოლიტპატირმები

ტუღუში: რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსანი პოლიტპატიმრის კრიტერიუმს აკმაყოფილებს

რეალურად ეს დასკვნა, ევროსაბჭოს კრიტერიუმების გამიყენებთ, მიუთითებს რამდენიმე პირზე, რომელიც შეიძლება ჩაითალოს ამ რეზოლუციის მიხედვით პოლიტიკურ პატიმრად. ამას ემატება თუნდაც რამდენიმე ფაქტი, როდესაც საქართველოს ხელსუფლებას ევროკავშირის ქვეყნების რამდენიმე სასამართლომ პირდაპირ უთხრა უარი ექსტრადირების მოთხოვნაზე... და ამ სასამართლო გადაწყვეტილებებში პირდაპირ ეწერა, რომ პოლიტიკურად მიკერძოებული მართლმსაჯულების და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევისა რისკი არსებობს. რა თქმა უნდა ეს ანგარიში არის პირველი მცდელობა იმისა, რომ ზოგად კონტექსტში იყო ეს საქმეები შეფასებული. მე, განსხვავებით ზოგიერთებისგან, პოლიტპატიმრის სტატუსი არ ჩამომირიგებია, რუსეთის მოქალაქეებისთვის და სხვადასხვა გაურკვეველი პოლიტიკური წარსულის მქონე ადამიანებისთვის...

ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძვანელი გიორგი ტუღუში ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების კვლევის შედეგებისა და ქვეყანაში პოლიტპატიმართა შესახებ, ტელეკომპანია რუსთავი 2-ს ეთერში.

კომენტარები