ქრთამის აღება

სოციალურმა აგენტმა სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭებისთვის ქრთამი აიღო

metro.us

შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე სოციალური მომსახურების სააგენტოს მარნეულის რაიონული განყოფილების სოციალური აგენტი, ლევან ნავერიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გამოძიების მიხედვით, ლევან ნავერიანი მოქალაქეს სოციალურად დაუცველი პირის სტატუსის მინიჭებასა და სახელმწიფო შემწეობის დანიშვნაში დახმარებას დაჰპირდა.

მან ეს პირი დაარწმუნა, რომ მის ქონებრივ სტატუსს სოციალური აგენტი არ შეამოწმებდა. ამის სანაცვლოდაც კი ქრთამის სახით ყოველწლიურად ერთი თვის შემწეობის თანხა, 350 ლარი მოსთხოვა. ამ თანხიდან 200 ლარი 2014 წლის ნოემბერში, ხოლო 150 ლარი 2015 წლის მარტში გამოართვა.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები