ინტერვიუ დევიდ კრამერთან

დევიდ კრამერი: ჩვენ ძალიან გვაშფოთებს ივანიშვილის როლი

U.S. Assistant Secretary of State Kramer smiles at a news conference in Hanoi
? Nguyen Huy Kham / REUTERS

"ჩვენ ძალიან გვაშფოთებს ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირებისა და ამჟამინდელი ოპოზიციის წარმომადგენლების დაჭერების, გამოძიებების და წინასწარი პატიმრობების რაოდენობა და მასშტაბი. ეს არის შეშფოთების მთავარი წყარო, გარდა ამისა, გვაშფოთებს ბატონი ივანიშვილის როლი, რომელიც პრემიერ მინისტრის პოსტიდან გადადგა, მაგრამ კულისებიდან მართვას განაგრძობს", - განაცხადა ტაბულას გადაცემა თეორემასთან ინტერვიუში მაკკეინის ინსტიტუტის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დირექტორმა დევიდ კრამერმა.

"ბევრ ქვეყანაში, მათ შორის დემოკრატიებშიც, არსებობენ ადამიანები, რომლებიც არავის აურჩევია, მაგრამ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ გადაწყვეტილების მიღებისა და პოლიტიკის შემუშავების პროცესში. ეს ნორმალურია, მაგრამ როდესაც ერთი ინდივიდი თამაშობს ყველაზე მნიშვნელოვან როლს, ეს პრობლემაა, იმდენად რამდენადაც ის აღარ არის თანამდებობაზე, ის აღარ არის ანგარიშვალდებული ნორმალური პოლიტიკური პროცესის ფარგლებში. პრეზიდენტი, პარლამენტი, პრემიერმინისტრი - ეს ხალხი ანგარიშვალდებულია და ხალხი მათ მაშინ გამოცვლის, როდესაც საჭიროდ ჩათვლის არჩევნების გზით.

მაგრამ როდესაც ქვეყანა კულისებიდან იმართება, საზოგადოებას ურთულდება ამ ინდივიდის კონტროლი. ამიტომაა ეს ძალიან შემაშფოთებელი", - თქვა კრამერმა.

დევიდ კრამერი, 2014 წლამდე, ოთხი წლის განმავლობაში იყო Freedom House-ის პრეზიდენტი. აქამდე, მას ერთი წლის, 2008-09 წლებში იყო აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე.

დევიდ კრამერთან ინტერვიუს სრულ ვერსიას მომავალ კვირას, თეორემაში შემოგთავაზებთ.

კომენტარები