100 საწარმო

ოთარ დანელიას განმარტებით, საწარმო აუცილებლად ორთქლს არ უნდა უშვებდეს

ოთარ დანელია
სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას თქმით, შექმნილია არა 100, არამედ 105 საწარმო. მინისტრის თქმით, საწარმო აუცილებლად ორთქლს არ უნდა უშვებდეს. 

"ეს არ გახლავთ ქარხანა, საიდანაც ამოდის ორთქლი, ეს გახლავთ ნებისმიერი ბიზნესი, რომელმაც დარგს შეიძლება მისცეს სტიმული და წაახალისოს მისი განვითარება. 105 საწარმოს მოთხოვნა, საწარმოს ან ბიზნესის წამოწყებაზე დაკმაყოფილდა და შესაბამისი ფინანსური დახმარების პროცედურები ან დაიწყო ან უკვე აშენებულია, ან უკვე მუშა მდოგმარეობაშია, ან დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები." - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ. 

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ყველა რეგიონში საწარმო უკვე შექმნილია და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მათ მოსანახულებლად მედიატურებს გეგმავს.

კომენტარები