გივი თარგამაძის საქმე

უსუფაშვილი: თარგამაძემ თუ დანაშაული ჩაიდინა, იმუნიტეტი ვერ დაიცავს

Jamestown.org

თუკი დანაშაულთან გვაქვს საქმე, მაშინ თანამონაწილეობისთვის პარლამენტის წევრს პასუხი უნდა მოეკითხოს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გივი თარგამაძის დაკითხვაზე დაბარების თემაზე კომენტირებისას განაცხადა.  

უსუფაშვილის თქმით, დეპუტატის იმუნიტეტი დანაშაულის ჩადენაზე არ ვრცელდება.

"მე ჩემი სადეპუტატო იმუნიტეტი არ მათავისუფლებს კითხვებზე პასუხის გაცემისაგან. ამასობაში, პარლამენტის წევრს აქვს სადეპუტატო იმუნიტეტი ინფორმაციის მიღების და ინფორმაციის წყაროს არგამხელის თაობაზე, მაგრამ ეს იმუნიტეტი დანაშაულის ჩადენაზე არ ვრცელდება. თუკი თქვენს ოთახში შემოვიჭერი და ინფორმაცია იქიდან ავიღე, ჩავიდენ დანაშაულს, მაგრამ თუკი ახლა ჩუმად ჯიბეში რაიმეს ჩამიდებ და ვნახავ ინფორმაციას, მე ამის უფლება მაქვს. თუ დანაშაულთან გვქონდა საქმე, თანამონაწილეობისთვის პარლამენტის წევრს ისევე შეიძლება მოეკითხოს პასუხი, თუ ინფორმაციის მიღებასთან გვაქვს საქმე, მაშინ პარლამენტის წევრი თავისუფალია, ნებისმიერი ადამიანისგან მიიღოს ინფორმაცია“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ამ წუთებში თბილისის მთავარ პროკურატურაში საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატს, გივი თარგამაძეს კითხავენ. მან უწყება გუშინ მიიღო და საქმე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ეხება.

ცნობისთვის, 19 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გენერალურმა ინსპექციამ დაადგინა იმ თანამშრომლის ვინაობა, ვინც შსს-ს ბაზაში არსებულ დაცულ ინფორმაციას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს გივი თარგამაძეს სისტემატურად აწვდიდა. შსს-ს მტკიცებით, "საპატრულო პოლიციის თანამშრომელი რუსლან ბაზიაშვილი თავისი კუთვნილი გენერირების მოწყობილობა "დიჯიპასის“ მეშვეობით სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში შევიდა, მოქალაქე რამაზ დევაძის შესახებ ინფორმაცია არასამსახურებრივად მოიძია და საზღვრის კვეთის ამსახველი ფოტომასალა გივი თარგამაძეს მიაწოდა". ამის გამო, ბაზიაშვილი და კიდევ შსს-ს რვა თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

კომენტარები