ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენცია

პრემიერი 17 მაისზე: ყველა მოქალაქეს ვიცავთ და ასე გავაკეთეთ გასულ წლებშიც

ჩვენ ყველა მოქალაქეს ვიცავთ. დავიცავთ მომავალშიც, ჩვენ ასე გავაკეთეთ გასულ წლებშიც და მე არ ვთვლი, რომ რაიმე განსაკუთრებული პრობლემის წინაშე ვდგავართ დღეს ამ კუთხით. ეს არის საკითხი, რომელზეც რაღაც განსაკუთრებული აჟიოტაჟის ატეხვა არ არის საჭირო. 

განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კითხვაზე, რიგის სამიტის წინ რამდენად არის მნიშვნელოვანი, ლგბტ უფლებადამცველებმა 17 მაისი აღნიშნონ ისე, რომ მათ უსაფრთხოებას რაიმე საფრთხე არ დაემუქროს. ცნობისთვის, 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ორგანიზებული აქცია პარალელური აქციის მონაწილეებმა, მათ შორის, სასულიერო პირებმა, დაარბიეს და მანიფესტანტებს სცემეს

კომენტარები