ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენცია

პრემიერი: უცხოელ ლიდერებს სურთ დარწმუნდნენ, რომ რუსეთთან პოლიტიკა გაგრძელდება

გაინტერესებთ რას მეკითხებიან, როცა მაქვს შეხვედრა უცხოელ ლიდერებთან? მათ სურთ დარწმუნდნენ, გავაგრძელებთ თუ არა ამ კონსტრუქციულ მიდგომებს [რუსეთთან] და რაიმე ხომ არ შეიცვლება ამ მიმართულებით. მე არ მაინტერესებს რას ფიქრობს ბოცო წიკლაური, ან აკო მინაშვილი ან მიხეილ სააკაშვილი, თუ გნებავთ, ჩვენს პოლიტიკასთან დაკავშირებით, რამდენად მოსწონთ, არ მოსწონთ მე მაინტერესებს ის, რომ აშშ-ის პრეზიდენტს მოსწონდეს ჩვენი მიდგომა, მაინტერესებს ის, რომ გერმანიის კანცლერს მოსწონდეს ჩვენი მიდგომა და მხარს გვიჭერდეს, მაინტერესებს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს მოსწონდეს ჩვენს მიდგომა, კონსტრუქციული მიდგომა, სახელმწიფო დეპარტამენტი გვიჭერდეს მხარს, ეს არის ჩემთვის საინტერესო, როგორც მთავრობის მეთაურისთვის, რომ ჩვენი ხალხი იყოს დამშვიდებული, რომ თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი კონფლიქტის ხელახალი ესკალაცია. ეს არის ჩემთვის საინტერესო და არა ის, სააკაშვილს რა მოსწონს და რა არა. სააკაშვილი იოცნებებდა, რომ გაეხსნა რუსეთთან ბაზარი, უბრალოდ იოცნებებდა, მას ამის შანსი არ ჰქონდა უბრალოდ, იმდენად დამანგრეველი პოლიტიკა აწარმოა საქართველოს წინააღმდეგ

განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრესკონფერენციაზე.

კომენტარები