ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენცია

პრემიერი: რუსეთთან პოლიტიკური მიმართულებით არ გვაქვს განსაკუთრებული წინსვლა

ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგია და ჩვენი კონსტრუქციული, ახალი პოლიტიკის, ახალი მიდგომების შედეგია ის, რომ ჩვენ ჩვენს ქვეყანაში ხელი შევუწყვეთ უსაფრთხოების გაძლიერებას. ჩვენ მოვახდინეთ დეესკალაცია. მოვახდინეთ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება, შევეცადეთ ყოველ შემთხვევაში. თუმცა, სამწუხაროდ, რუსეთმა იგივე სულისკვეთებით არ უპასუხა ჩვენ მიერ წამოწყებულ კონსტრუქციულ პოლიტიკას და ჩვენ პოლიტიკური მიმართულებით არ გვაქვს რაიმე განსაკუთრებული წინსვლა. თუმცა, გვაქვს ჩვენ გაუმჯობესება ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების მიმართულებით. ჩვენ ეს თავიდანვე გავმიჯინეთ.

განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჰოლიდეი ინში მიმდინარე პრესკონფერენციაზე.

კომენტარები