ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენცია

პრემიერი: არ მაქვს კონკრეტული რეცეპტი, თუ როგორ უნდა გამოვიდეთ მდგომარეობიდან

facebook.com/GaribashviliOfficial

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ირაკლი ღარიბაშვილმა სავალუტო კრიზისის გამომწვევ მიზეზებსა და სიტუაციის გაუმჯობესების შესაძლებლობებზე ისაუბრა. მისი თქმით, სავალუტო კრიზისი საგარეო ფაქტორების გამო შეიქმნა და აქედან გამომდინარე, მას არ აქვს კონკრეტული რეცეპტი, როგორ უნდა გამოვიდეს მდგომარეობიდან.

"მე, ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, მერიდება, უნდა ვუთხრა მოსახლეობას, უნდა ვანუგეშო, რომ ეს სიტუაცია შეიცვლება, დროზე ადრე შეიცვლება, რაც შეიძლება მალე შეიცვლება, მაგრამ აქვე არ მაქვს კონკრეტული რეცეპტი, თუ როგორ უნდა გამოვიდეთ მდგომარეობიდან დღეს ან ხვალ, ამას შეიძლება დასჭირდეს რამდენიმე თვე.

ჩვენ გვქონდა საუბარი, მე პირადად ვესაუბრე ეროვნულ ბანკს, მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან მქონდა აქტიური კომუნიკაცია და, რა თქმა უნდა, ჩვენ ერთად ვმუშაობთ. მე გეტყვით, რომ ჩვენ ველოდებით, რომ ლარი კიდევ უფრო დასტაბილურდება ზაფხულის თვეში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები