ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენცია

პრემიერი ლარზე: მოვლენები საგარეო ფაქტორების ადეკვატურად განვითარდა

ბოლო პერიოდში ზოგადად რთული ვითარებაა რეგიონში, ეს ჩვენს ქვეყანასაც შეეხო, ბუნებრივია. განვითარებული რთული პროცესები პირველ რიგში ეკონომიკის კუთხით შეგვეხო, ამიტომ ამ ეტაპზე მთავრობის უპირველესი ამოცანა არის, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება, სწრაფად გავუმკლავდეთ პროვლემებს, რომლებიც მოსახლეობისთვის არის პროლემური და ჩვენი მაქსიმალური ძალისხმევა იქნება მიმართული იმისკენ, რომ ეს პრობლემები მაქსიმალურად მოკლე ვადაში იქნეს აღმოფხვრილი, რათა მოსახლეობამ მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გადაიტანოს ეს სირთულეები. ლარის კურსთან დაკავშირებული მოვლენები სწორედ საგარეო ფაქტორების ადეკვატურად განვითარდა, რაც რეგიონის სხვა ქვეყნების ეკონომიკებში ხდება. სავალუტო კურსზე, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა მოახდინა დოლარის გამყარებამ მთელ მსოფლიოში, და ასევე რეგიონში არსებულმა რთულმა ეკონომიკურ-პოლიტიკურმა პირობებმა განაპირობა ის, რომ ჩვენი ვალუტა გაუფასურდა.

განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო ჰოლიდეი ინში მიმდინარე პრესკონფერენციაზე.

კომენტარები