დაკავება მთავრობის სხდომაზე

უკრაინელი მაღალჩინოსნები მთავრობის სხდომაზე დააკავეს

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი და მისი მოადგილე მთავრობის სხდომაზე, კაბინეტის წევრებისა და ჟურნალისტების თვალწინ დააკავეს. სამართალდამცველების განმარტებით, სერგეი ბოჩკოვსკი და ვასილ სტოეცკი სახელმწიფო თანხების განსაკუთრებით დიდი ოდენობით მითვისებაში არიან ბრალდებული.

საქმე საწვავის ტენდერებთან დაკავშირებულ კორუფციულ სქემას ეხება. გამოძიების ცნობით, პროკურატურა ამ საქმით დეპუტატების მოთხოვნის საფუძველზე დაინტერესდა. ჩხრეკა უწყების შენობაში და დაკავებულების სახლებშიც ჩატარდა.

კომენტარები