ჯენ პსაკის დაწინაურება

პსაკიმ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის რანგში ბოლო ბრიფინგი გამართა

ABC

ჯენ პსაკიმ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის რანგში ბოლო ბრიფინგი გამართა. მან ჟურნალისტებს მადლობა გადაუხადა. 1 აპრილიდან პსაკი ობამას ადმინისტრაციის კომუნიკაციის დირექტორის თანამდებობაზე გადადის.

პსაკი სახელმწიფო დეპარტამენტში 2008 წლიდან მუშაობდა. ობამა ადმინისტრაციაში მის დანიშვნას მიესალმა და აღნიშნა, რომ პსაკის სრულად ენდობა. 36 წლის ჯენიფერ ფსაკი ამჟამად ფეხმძიმედაა, რის გამოც პრეზიდენტი მას მუშაობის მოქნილ გრაფიკს დაჰპირდა.

კომენტარები