ბატონ ირაკლი ალასანიას რამდენიმე თვის წინ წარმოედგინა, რომ ასე ისაუბრებდა ხელისუფლებაზე? მე კიდევ ვიცი რამდენიმე დეპუტატი უმრავლესობაში, რომელიც არ არის ხელისმომწერი იმაზე, რომ კაცი მართლა იჯდეს თავის შუშის კოლბაში, დილით აჭმევდეს ზვიგენებს და საქართველოს მთავრობა იყოს მისი პირადი მდივანი, მისი პირადი დაცვის უფროსი, მისი პირადი ექიმი, მისი პირადი ჯიბის მთავრობა ჰყავდეს, რომელიც ქვეყანას აღარიბებს, ხოლო მას ამდიდრებს. ამაზე ხელისმომწერი ბევრი ადამიანი არ არის უმრავლესობაში და ტელეეკრანზე შეიძლება ამას არ ამბობენ ჯერ, მროგორც ირაკლი არ ამბობდა ექვსი თვის წინ, მაგრამ სულ მალე იტყვიან ამას.
tbl.ge/2ng
დაკოპირდა
განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოკა გაბაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში კითხვაზე, როგორ აპირებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მთავრობის გადაყენებისთვის საჭირო რაოდენობის დეპუტატების შეგროვებას.
ამავე თემაზე
- ნადირაშვილი: იმედია, ალასანიას გუნდი ჩვენს ხელმოწერებს შეუერთდება
- გაბაშვილი: ორ-სამ თვეში დეპუტატებს მოუწევთ ხელის აწევა მთავრობის გადადგომაზე
- ალასანია: მთავრობის შეცვლის შანსი ახლა არ გვაქვს
- ალასანია: მთავრობის გადაყენებაზე ენმ-ის ინიციატივას მხარს არ დავუჭერთ
- ბესელია მთავრობის გადაყენების გეგმაზე: ენმ აუსრულებელ ოცნებას ეჭიდება