მთავრობის გადაყენება

პეტრიაშვილი: მთავრობის გადაყენებაზე ნაციონალურ მოძრაობას არ შევუერთდებით

ალექსი პეტრიაშვილი
sazogadoeba.ge

"ჩვენ ვთვლით, რომ ხელისუფლება უნდა გადადგეს. ჩვენ ნაციონალურ მოძრაობას არ შევუერთდებით", - ამის შესახებ თავისუფალი დემოკრატების გენერალურმა მდივანმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა. აღსანიშნავია, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იწყებს კონსულტაციებს დეპუტატებთან და ხელმოწერების შეგროვებას იმისთვის, რომ პარლამენტმა მთავრობის მიმართ კანონითა და კონსტიტუციით განსაზღვრული უნდობლობის პროცდურა დაიწყოს.

ალექსი პეტრიაშვილის თქმით, თავისუფალი დემოკრატები იყო პირველი, ვინც მთავრობის გადადგომა მოითხოვა.

"თავისუფალი დემოკრატები ვიყავით პირველი, ვინც მოითხოვა მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება და მოითხოვა მისი გადადგომა, ვინაიდან ისინი ვერ უმკლავდებიან ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებს. არ აქვთ იმ ვითარებიდან გამოსასვლელი გეგმა, რომელიც არის შექმნილი ქვეყანაში. კლასიკური გაგებით, შეიძლება ამას არ ჰქვია ეკონომიკური კრიზისი, მაგრამ ვითარება არის ძალიან მძიმე", - თქვა პეტრიაშვილმა.

ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, პარტიას მთავრობის მიმართ შეთავაზებები ექნება, რის განხორციელებაც სავალუტო კრიზისის დასრულებას ხელს შეუწყობს.

კომენტარები