კორუფცია მერიაში

ვაკის გამგებლის მოადგილეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის გამგებლის მოადგილეს მამუკა ცაავას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ვაკის გამგებლის მოადგილე მამუკა ცაავა ქრთამის აღების ფაქტზე 19 მარტს დააკავეს. მას მოქალაქისგან სამსახურში მოწყობის სანაცვლოდ 3000 ევროს აღებას ედავებიან.

წინასასამართლო სხდომა 5 მაისს დაინიშნა.

კომენტარები