ტერაქტი სირიაში

სირიაში, ნოვრუზ ბაირამის ფესტივალზე ორი ტერაქტი მოხდა, დაიღუპა 50-ზე მეტი პირი

rt.com

სირიის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ჰასაკეში, ნოვრუზ ბაირამის ფესტივალზე მომხდარ ტერაქტს სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ამის შესახებ, სირიაში ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის ჯგუფმა საინფორმაციო სააგენტო AFP-სთან ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ სირიაში, იმავე ნოვრუზ ბაირამის ფესტივალის დროს, მეორე ტერაქტი ქურთთა დემოკრატიული პარტიის ოფისების მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. უცნობია დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა. ვარაუდობენ, რომ ორივე ტერაქტს ერთად 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

მონიტორინგის ჯგუფის დირექტორის, რამი აბდელის, თქმით, ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული, თუ ვის დაეკისრება მომხდარზე პასუხისმგებლობა. თუმცა, არსებობს ეჭვი, რომ ტერაქტები ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების მოწყობილია.

კომენტარები