მოსკოვი-ცხინვალის ხელშეკრულება

გერმანია მოსკოვი-ცხინვალის ხელშეკრულებას გმობს

German Chancellor Merkel gestures during a election campaign in the western town of Soest
Ina Fassbender / REUTERS

გერმანია გმობს რუსეთის მიერ ცხინვალის რეჟიმთან ხელშეკრულების გაფორმება მოკავშირეობისა და ინტეგრაციისთვის შესახებ. „ამ ხელშეკრულებით რუსეთმა კიდევ ერთხელ ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა" , - განაცხადა, სააგენტო ფრანს-პრესის ცნობით, გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კრისტიანე ვირცმა.

მისი თქმით, ამ ნაბიჯით რუსეთიო ხელს უშლის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და შეთანხმება „მხოლოდ აძლიერებს საქართველოს შეშფოთებას რეგიონში „მცოცავ ანექსიასთან" დაკავშირებით რუსეთის მხრიდან".

კომენტარები