თამარ ბერუჩაშვილი

ფანჯიკიძე: ბერუჩაშვილი გაუგებრობაშია დარჩენილი დღესაც

თეორემა/ტაბულა

"ბერუჩაშვილი არასდროს ყოფილა ჩვენი გუნდის წევრი და შესაბამისად, იმ გაუგებრობაშია დარჩენილი დღესაც", - ამის შესახებ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში თავისუფალი დემოკრატების საერთაშორისო მდივანმა და საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა. ფანჯიკიძე საუბრობდა იმაზე, რომ "თავისუფალმა დემოკრატებმა" აჩვენეს ძალიან პრინციპული ხასიათი, როდესაც ირაკლი ალასანიას გათავისუფლებას მოჰყვა აღნიშნული პარტიის წარმომადგენელი მინისტრების გადადგომა. წამყვანმა ფანჯიკიძეს საგარეო უწყების ამჟამინდელი ხელმძღვანელის თამარ ბერუჩაშვილის "სოლიდარული გაუგებრობა" შეახსენა.

აღსანიშნავია, რომ მაია ფანჯიკიძესთან ერთად მისი მოადგილეებიც, მათ შორის, თამარ ბერუჩაშვილიც გადადგნენ. ბერუჩაშვილი მაშინ ამბობდა, რომ საქართველოს ევროპული კურსი საფრთხეში იყო. თუმცა, მან მალევე განაცხადა, რომ მისი გადადგომა იყო "ემოციური, სოლიდარული გაუგებრობა."

კომენტარები