ჩრდილოეთ კორეა და რუსეთი

კიმ ჩენ ინი რუსეთს სსრკ-ს ნაცისტებზე გამარჯვების აღსანიშნად ეწვევა

Xinhua News Agency/Rex

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთში ვიზიტს გეგმავს. ის მეორე მსოფლიო ომში სსრკ-ს ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 70 წლის აღსანიშნად გამართულ აღლუმში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ავრცელებს.

9 მაისს მოსკოვში, წითელ მოედანზე ჩატარდება ყოველწლიური აღლუმი, რომელსაც წესისამებრ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უხელმძღვანელებს. რუსეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, წლევანდელი აღლუმი უფრო მასშტაბური იქნება.

აღსანიშნავია, რომ დასავლეთის რამდენიმე ლიდერმა არ მიიღო რუსეთის მიწვევა, მიზეზად კი უკრაინის კონფლიქტში რუსეთის როლს ასახელებენ. მათ შორისაა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომელმაც თავი შეიკავა აღლუმში მონაწილეობისგან, თუმცა, ის მოსკოვს აღლუმის მეორე დღეს, პუტინთან ერთად ცალკე ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად ეწვევა. ლავროვის თქმით, მერკელის გადაწყვეტილება, რომ მაინც ეწვიოს მოსკოვს, ანტირუსული კამპანიის შერბილება იქნება.

შეგახსენებთ, რომ აღლუმს დაესწრებიან 26 ქვეყნის, მათ შორის, ჩრდილოეთ კორეის, ჩინეთის, კუბის, ინდოეთის, სამხრეთ აფრიკისა და ვიეტნამის ლიდერები.

კომენტარები