ზუგდიდში ნაციონალურ მოძრაობაზე თავდასხმა

მიროტაძე ფილმის ჩვენებასა და ზუგდიდის ინციდენტზე: ენმ-ის პროვოკაცია მგონია

დარწმუნებული ვარ, რომ პროვოკაციაა, ასევე, მგონია, რომ არის ნაციონალური მოძრაობის ხელი ამ საქმეში, მაგრამ ყველა შემთხვევაში, რომ არ დარჩეს ეჭვად, რატომაც არა, უნდა მოხდეს ამ საკითხის გამოძიება და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი. 

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანი მიროტაძემ ზუგდიდში ენმ-ის ოფისში თავდასხმასა და სამეგრელოში სკოლის მოსწავლეებისთვის დოკუმენტური ფილმის "სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკის" ჩვენებაზე. აღნიშნულ შემთხვევებს პრემეირმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პროვოკაცია უწოდა.

კომენტარები