რუსეთის ეს უღიმღამო ქცევა (მისი ეფექტი ნულის ტოლია) აჩვენებს, რომ მას სხვა ბერკეტები არ აქვს. გარდა ამ ქაღალდების შრიალისა, რუსეთს სხვა არაფერი გააჩნია. მას უნდა, რომ ამ ფორმით საქართველო კონფრონტაციაში ჩაიყოლიოს და პოლიტიკა შეაცვლევინოს. რუსეთთან ურთიერთობების დალაგების ფონზე მკაფიოდ და ცალსახად უნდა ვმოძრაობდეთ ნატოსა და ევროკავშირისაკენ. ჩვენი თვითმიზანი რუსეთთან ურთიერთობა კი არაა, არამედ ევროკავშირთან ურთოერთობა რუსეთთან ურთიერთობის გართულების გარეშე.
ე.წ ხელშეკრულება