სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკა

"სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკა" შესაძლოა, 19 მარტს რუსთაველის გამზირზე აჩვენონ

ტაბულა

ორგანიზაცია "ყველა თაობა საქართველოსთვის" ფილმ "სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკის" ჩვენებას 19 მარტს თბილისში, რუსთაველის გამზირზე გეგმავს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი გია სალუქვაძე ირწმუნება, რომ წინა შემთხვევებში მიზანი ფილმის არასრულწლოვნებისთვის ჩვენება არ ყოფილა და ამ საქმეზე გამოძიების დაწყებას მიესალმება. სალუქვაძის თქმით, ფილმის ჩვენების მთავარი მოტივაცია საზოგადოებისთვის მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდის შეხსენებაა, რათა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ხელისუფლებაში დაბრუნება ვერ შეძლოს. 

"ჩვენი მიზანი არ ყოფილა ბავშვებისთვის ფილმის ჩვენება. ჩვენი მიზანი იყო საზოგადოებისთვის, ზრდასრული მოსახლეობისთვის ჩვენება. ამას გავაგრძელებთ, ჩავდგები კარებში და არ შევუშვებ ბავშვებს. ვფიქრობთ, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, მერიიდან ნებართვა უკვე ავიღეთ კიდევაც, რომ რუსთაველზე 19-ში ვაჩვენოთ ეს ფილმიც, ეს გალერეაც. ასევე დაგეგმილი გვაქვს, 22-ში, 23-ში აპრილის ჩათვლით სხვადასხვა რეგიონებში ჩვენება მოვაწყოთ", - თქვა სალუქვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებულ ფილმში ნაჩვენები გაუპატიურების, წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სისხლიანი ცხედრების კადრები არასრულწლოვნებს ფოთში, ხობსა და ზუგდიდში აჩვენეს. ოფიციალურად ფილმის ჩვენების ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია "ყველა თაობა საქართველოსთვის". თუმცა, ჩვენებაზე მისული ადამიანები აცხადებდნენ, რომ იქ სკოლის დირექტორის ან გამგებლის დავალებით მივიდნენ.

კომენტარები