თავისუფალი თაობა

დუმბაძე: იარაღის ყიდვა გადავწყვიტე, იძულებული ვარ, თავი დავიცვა

მურმან დუმბაძე
ტაბულა

საქართველოს პარლამენტის წევრი მურმან დუმბაძემ იარაღის ყიდვას აპირებს. მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ორგანიზაცია თავისუფალი თაობის წევრებმა მურმან დუმბაძის სახლთან აქციის გამართვა დააანონსეს და შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთეს.

"მე არ მახსენდება არც ერთი ხელისუფალი, რომელიც ჩემი საკუთრების უფლების ხელყოფას აანონსებდა წინასწარ. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავიცვა ჩემი მეუღლე, საკუთარი შვილები და ბუნებით მონიჭებული უფლება - ჩემი ქონება. როცა ხელისუფლება ცდილობს, ამდაგვარი გზით დაგვაშინოს, მაშინ მე იძულებული ვარ, რომ დავიცვა ჩემი თავი" - განაცხადა დუმბაძემ.

დეპუტატს თავისუფალი თაობის წევრებმა პრესკონფერენციით უპასუხეს და აღნიშნეს, რომ აქციის გადადებას არ აპირებენ. მათივე თქმით, "სახლში არავის უვარდებიან".

კომენტარები