ზუგდიდში ნაციონალურ მოძრაობაზე თავდასხმა

კობახიძე ზუგდიდის თავდასხმაზე: უნდა დამთავრდეს ასეთი ინციდენტების დრო

ძალადობა მიუღებელია ნებისმიერი ფორმის. ძალადობა, ცემა, ხულიგნობა არის სისხლის სამართლის დანაშაული, ვინც არ უნდა ჩადიოდეს, მან უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე. რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ სამართალდამცველებს, გამოიკვლიონ აღნიშნული ინციდენტი. უნდა დამთავრდეს საქართველოში ასეთი ინციდენტების დრო. ნამდვილად ძალიან სამწუხაროა დასისხლიანებული, თავგატეხილი ადამიანების ხილვა და პოლიტიკური ნიადაგზე ასეთი ტიპის დაპირისპირება არ უნდა ხდებოდეს. და საერთოდ, არცერთი ტიპის. ამისთვის არსებობს სასამართლო და ცივილური მეთოდები. თუ ვინმეს პროტესტი აქვს, ეს პროტესტიც უნდა გამოიხატოს აბსოლუტურად მშვიდობიანად და ასეთი ტიპის გამოხატულება და ასეთი ინციდენტები არის აბსოლუტურად მიღებელი. რა თქმა უნდა, ხელისუფლება გმობს მსგავს ძალადობას და ეს არის აქტები, რომლებიც უნდა იყოს გამოძიებული და, შესაბამისად, პასუხგაცემული.

განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა მანანა კობახიძემ ზუგდიდში, ენმ-ის ოფისზე მომხდარ თავდასხმაზე.

კომენტარები