ინგლისის პრემიერ ლიგა 2015-16

მოურინიო: პრემიერ ლიგას ჩელსი მოიგებს

skysports.co.uk

სულ ცოტა ხნის წინ, ლონდონის ჩელსი უეფას ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალური ეტაპიდან გამოეთიშა. ლონდონში გამართულ საპასუხო შეხვედრაში, პსჟ-მ მასპინძლების ორ გატანილ ბურთს ამდენივეთი უპასუხა და დამატებით დროში გადასულ მატჩში, პარიზელთათვის სასარგებლო შედეგი დაფიქსირდა. 

გამართულ პრესკონფერენციაზე, ჩელსის მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შესახებ ჰკითხეს.

"ამ ტურნირზე აღარაფერია სალაპარაკო. ის მოთამაშეები, ვინც ოთხშაბათს დამარცხდნენ, იგივენი არიან, ვინც ინგლისის თასი მოიგეს და ასევე პრემიერ ლიგის წლევანდელ ტიტულს დაეუფლებიან. ასეა თუ ისე, ჩემპიონთა ლიგა ამ სეზონში უკვე წარსულია. თუ ამ ტურნირზე გსურთ საუბარი, არსენ ვენგერს ან მანუელ პელეგრინის ჰკითხეთ - მათი გუნდები კვლავ აგრძელებენ ასპარეზობას და დიდი იმედი მაქვს, წარმატებასაც მიაღწევენ", - განაცხადა ჟოზე მოურინიომ.

ლონდონური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კონკრეტულად პრემიერ ლიგის შესახებ ისაუბრა, რომელსაც გუნდი 63 ქულით ლიდერობს. მეორე ადგილზე მყოფ მანჩესტერ სიტის 58 ქულა აქვს და ამასთანავე ჩელსიზე ერთით მეტი თამაში აქვს ნათამაშები.

"ახლა რაც შეგვიძლია ვქნათ - მოვიგოთ პრემიერ ლიგა. კარგ სიტუაციაში ვართ, ყველა ისურვებდა ჩვენს მდგომარეობაში ყოფნას. თუ პრემიერ ლიგას და ლიგის თასს მოვიგებთ, შესანიშნავი სეზონი გამოვა", - განაცხადა ჟოზე მოურინიომ.

 

 

კომენტარები