ჩხუბი პარლამენტთან

პარლამენტის ყოფილ შენობასთან გუშინ დაკავებული პირების პროცესი მიმდინარეობს

kvira.ge

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის ყოფილ შენობასთან გუშინდელ ჩხუბში მონაწილე პირების პროცესი მიმდინარეობს. ხუთ დაკავებულს შორის არის ახალი თაობის ლიდერი ლადო სადღობელაშვილი, ასევე თავისუფალი ზონის წევრი და ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის სამი წარმომადგენელი. ადვოკატები მოსამართლისგან დაკავებულების ჯარიმის გარეშე გათავისუფლებას ელიან.

დღესვე თავისუფალი თაობის ხელმძღვანელის, ლადო სადღობელაშვილის კიდევ ერთი პროცესი გაიმართება. ამჯერად სასამართლო კახა კუკავას ცემის ფაქტზე იმსჯელებს.

კომენტარები