ენერგეტიკა

ლევან კალანდაძე: ენერგეტიკაში ინვესტიციების შემცირება კრიტიკას ვერ უძლებს

ტაბულა

ეკონომისტი ლევან კალანდაძე მიჩნევს, რომ ინვესტიციების შემცირება ენერგეტიკის დარგში მთავრობის არასწორი პოლიტიკისა და შეჩერებული ან გაჭიანურებული პროექტების დამსახურებაა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია ტაბულას გადაცემა თეორემაში განაცხადა.

სტატისტიკის თანახმად, 2014 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ენერგეტიკის დარგში 99 მილიონი დოლარი შეადგინა, როდესაც 2013 წელს ეს მაჩვენებელი 250 მილიონი იყო.

კალანდაძის თქმით, საქართველოს ენერგეტიკა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ და საინტერესო, დიდი შესაძლებლობისა და პოტენციალის სფეროს.

მის თქმით, პრობლემა ისაა, რომ ძალიან ბევრი პროექტი ამ სფეროსი შეჩერებულია და ეს უკავშირდება გადაწყვეტილების დროულად მიღებს, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების პრობლემას და ხელსუფლების შტოებს შორის არაკოორდინირებულ მუშაობას.

„მაგალითად, ორი მსხვილი ჰესი, რომელზეც ვსაუბრობდით ძალიან ხშირად, დღემდე არ არის ეს პროექტები დაწყებული. მხედველობაში მაქვს ხუდონის პროექტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ენერგოდამოკიდებულების შემცირების და ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მსხვილი ენერგეტიკული პროექტი დაკავშირებული ნენსკრასთან, რომელიც თითქოს დაწყებულია, თითქოს მიმდინარეობს, მაგრამ ტემპები, ერთ და მეორე შემთხვევაშიც კრიტიკას ვერ უძლებს,“,  -აღნიშნა კალანდაძემ.  

მის თქმით, შარშანდელთან შედარებთ 35 პროცენტით არის გაზრდილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ამ ფონზე კი ენერგეტიკაში მათი შემცირება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, „მით უმეტეს, რომ ეს არის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პოტენციალის მატარებელი და სტრატეგიულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო“.

კალანდაძის თქმით, მთავრობამ ენერგეტიკაში ინვესტიციების წახალისების კუთხით გარკვეული შეცდომები დაუშვა, რამაც ასეთი შედეგი გამოიწვია.  

კომენტარები