თუ დღეს დედაქალაქში არსებობს ერთი ობიექტური ადამიანი მაინც, ვინც იტყვის, რომ თბილისის მთავრობა რაიმეს გამკეთებელი მაინც არის, ალბათ ბოდიშს მოვიხდიდი, ვინაიდან რვა თვის განმავლობაში ვერ განხორციელდა ვერცერთი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტი. ვერცერთი დაპირება ვერ იქნა ხორცშესხმული. ელემენტარულად, ორმო ვერ ამოავსეს. ბარათაშვილის ხიდზე მუნიციპალური საათი უკვე მეხუთე თვეა ოთხი საათით ჩამორჩება რეალურ დროს. მუშაობს, არ არის გაჩერებული, უბრალოდ უნდა გასწორება. როცა საათს ვერ გაასწორებს მერია, რა პროექტებზეა საუბარი. ყველა მიმართულება, ინფრასტრუქტურული თუ სოციალური, არის განადგურების პირას და სანამ ჩამოგვენგრა ყველაფერი თავზე, მნიშვნელოვანია, სასწრაფოდ იქნას დათხოვნილი დედაქალაქის მთავრობის ეს შემადგენლობა.
tbl.ge/c1v
დაკოპირდა

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნიკა მელიამ, რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში.
ამავე თემაზე
- მინდელის ხიდსა და მეტროსადგურ "სარაჯიშვილის" მიმდებარედ საავტობუსო ზოლი მოეწყო – მერია
- ობიექტი დაჯარიმდება 30 000 ლარით, სამშენებლო პროცესი შეჩერდება – კალაძე მარიჯანზე
- 11 ივლისიდან N309 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
- 4 ივლისიდან N339 და N385 მარშრუტებზე 18-მეტრიანი ავტობუსები ივლიან
- მერია: 22 ივნისს სკვერში მოზარდებმა დააზიანეს ატრაქციონი, დაშავდა 1 მოზარდი




