განზრახ მკვლელობა

თელავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით მოქმედი პოლიციელი დააკავეს

metro.us

განზრახ მკვლელობის ბრალდებით მოქმედი პოლიციელი გიორგი იორამაშვილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მკვლელობა თელავში დღეს საღამოს მოხდა. ძმებს, ირაკლი და ანდრო ბოჭორიშვილებს, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ანდრო ბოჭორიშვილი ადგილზე გარდაიცვალა, მისი ძმა კი დაიჭრა და თელავის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ მდგომარეობაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. საქმეს პროკურატურა იძიებს.

კომენტარები