კრიზისი უკრაინაში

ლავროვი დასავლეთს მოუწოდებს, უკრაინის წინააღმდეგ სანქციები შემოიღოს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დასავლეთს მოუწოდებს, უკრაინის წინააღმდეგ სანქციები შემოიღოს. სერგეი ლავროვის განცხადებით, კიევი მინსკის შეთანხმების არ ასრულებს და საკონტაქტო ჯგუფის მუშაობას ხელს უშლის.

„იქნებ დასავლეთს სურს სანქციების რეჟიმი გამოიყენოს, რათა კიევს მიღწეული შეთანხმების შესრულება აიძულოს?“, - განაცხადა ლავროვმა.

ამასთან, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფილიპ ჰამონდმა უკრაინაში სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება არ გამორიცხა. მისი განცხადებით, პუტინის ქმედებები, მათ შორის ყირიმის ანექსია და რუსული ჯარის გამოყენება აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციისთვის, აღმოსავლეთ ევროპაში სუვერენული ქვეყნების უსაფრთხოებას ემუქრება. ჰამონდის თქმით, ვლადიმირ პუტინს არ სურს მსოფლიოში მიღებული წესები დაიცვას, რის გამოც რუსეთი ბრიტანეთისთვის ყველაზე სერიოზულ ცალკე აღებულ საფრთხეს წარმოადგენს. 

კომენტარები