ნოდარ ჯავახიშვილი

ჯავახიშვილი: მე და შავლიაშვილს ერთმანეთის მიმართ გაუცხოების ეტაპიც გვქონდა

ბატონი დავითი ჩემს ასაკსა და გამოცდილებას ანგარიშს უწევს. ვადასტურებ, რომ ერთმანეთის მიმართ გაუცხოების ეტაპიც გვქონდა. ჩათვალა, რომ გარკვეულ საკითხებში კორექტულად არ ვერეოდი, თუმცა, პირისპ­ირ ვისაუბრეთ და მინისტრსა და მინისტრის­ მოადგი­ლეს შორის აუცილებელი ურთიერთგაგების დონეს მაინც მივაღწიეთ. შავლ­იაშვილს მარტივად ავუხსენი, რომ სხვის ბოსტანში არასოდეს გადავდივარ. სამინისტ­როში სწორედ იმისთვის მოვედი, რომ ახალ­გაზრდები გამოცდილებით შევავსო. არ ვფიქრობ, რომ დავით შავლიაშვ­ი­ლი გამოუცდელი კადრია, რამდენადაც ვი­ცი, ის გზების დეპარტამენტშიც მუ­შ­ა­ობდა, თუმცა, ვერც იმას ვიტყვი, რომ წარ­მატებული მინისტრია.

განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ნოდარ ჯავახიშვილმა კვირის პალიტრის კითხვაზე, "ჩვენი ინფორმაციით, მინისტრ დავით შავლიაშვილთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა გაქვთ და ხშირად საერთო პოზიციის ჩამოყალიბებასაც ვერ ახერხებთ".­

კომენტარები