ნოდარ ჯავახიშვილი

ჯავახიშვილი: ვინმე თახსირი იტყვის, ივანიშვილმა დამირეკა და გავაკეთე გზა - არა

ძალიან კონკრეტულ შემთხვევას გეტყვით. ბატონი ბიძინა მირეკავს დაახლოებით თვენახევრის წინ. ოჯახთან ერთად ყოფილა დავით გარეჯში და მეკითხება - ნოდარ, გზა არ ვარგა და გეგმაში ხომ არ გაქვთ გზის შეკეთებაო? ვუპასუხე: არ გვაქვს-მეთქი. მითხრა - კარგი, მაშინ არაფერიო. როცა გექნებათ გეგმაში, მაშინ გააკეთეთო. ვუთხარი - რას ჰქვია, ბიძინა? იმიტომ კი არა, რომ შენ დამირეკე, ვერ ვასწრებ ყველა გზაზე გავლას და არ ვიცოდი, რომ გზა არ იყო. შენ დამირეკავდი, თუ ნებისმიერი გარეჯელი, როგორ შეიძლება, ქართველებს გარეჯამდე მისასვლელი გზა არ ჰქონდეთ, მე მაგას გავაკეთებ-მეთქი, ვუთხარი. მაპატიეთ უხეშ გამოთქმაზე - ახლა ვინმე თახსირი იტყვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაურეკა ნოდარ ჯავახიშვილს და იმიტომ გაკეთდა გზა. არა, გენაცვალე

ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი ქართული ოცნების ყრილობის დასრულების შემდეგ.

კომენტარები