14 მარტს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რუსეთის გუნდს, რაგბი ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის გათამაშების მე-4 ტურის მატჩში უმასპინძლებს. ეს საქართველოსა და რუსეთის გუნდების ისტორიაში მე-19 დაპირისპირება იქნება.
შეხვედრა 17 საათზე დაიწყება, ბილეთები კი ყოველდღე - 11-19 საათის ჩათვლით, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში იყიდება. ფასი 3 და 5 ლარია - ამასთან, ყველა ბილეთი დანომრილია, ამის შესახებ ინფორმაციას რაგბის კავშირის პრესსამსახური ავრცელებს.