რიგგარეშე სხდომა

ბესელია: ამ დღეებში გარკვეული დადებითი ეფექტი მივიღეთ ლარის გამყარების კუთხით

მთავრობის ღონისძიებებს რაც შეეხება, ვნახეთ, რომ ამ დღეებში განმავლობაში გარკვეული დადებითი ეფექტი მივიღეთ ეროვნული ვალუტის გამყარების კუთხით. არ მესმის, ეს რიგგარეშე სხდომის მოწვევის საკითხი, ახლა, როცა ჩვენ სასესიო კვირას ვამზადებთ, და ამ კვირაში სწორედ იმ კვირის დღის წესრიგისთვის საჭირო საკითხები მზადდება საკომიტეტო განხილვებში, რას ემსახურება, თუ არა მართლა პოლიტიკურ კაპრიზს, რომ ყოველ კვირა ერთი და იგივე განცხადებები ვისმინოთ. მე არ მგონია, რომ ეს იყოს პროდუქტიული და ეს იყოს რაციონალური.

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ ენმ-ის მიერ რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე. ცნობისთვის, ერთკვირიანი გამყარების ტენდენციის შემდეგ, ბოლო რამდენიმე დღეში ეროვნული ვალუტა 6 თეთრით გაუფასურდა.

კომენტარები