თბილისი მერია

დავით ნარმანიას ახალი მოადგილე, სავარაუდოდ ირაკლი ლექვინაძე იქნება

ტაბულა

თბილისის მერის, დავით ნარმანიას ახალი მოადგილე, სავარაუდოდ ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე იქნება.

დავით ნარმანიამ განაცხადებით, ის ახალ კანდიდატურას, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში წარადგენს.

"მომდევნო კვირის შუა დღეებში იქნება რამდენიმე ადამიანის წარდგენა იმ მიმდინარე საკადრო ცვლილებებიდან გამომდინარე, რომელიც მე დავგეგმე თბილისის მერიაში. ამიტომ ვფიქრობ, რომ ცვლილებები, რამდენიმე ადამიანთან დაკავშირებით, ერთობლივად მოვახდინოთ და წარვადგინოთ თბილისის საკრებულოში დასამტკიცებლად. საბოლოო გადაწყვეტილებას ამ დღეებში მივიღებთ", განაცხადა ნარმანიამ მაესტროს ეთერში.

ლექვინაძის თქმით, ის თბილისი მერს პირადად შეხვდა თუმცა რაიმე მის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი არაა.

ლექვინაძის კანდიდატურას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები მიესალმებიან. მათი განცხადებით ეკონომიკაში გარკვეული ადამიანი მერიის საქმიანობას წაადგება. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების განცხადებით კი ისინი ლექვინაძეს კარგად არ იცნობენ და ჯერ-ჯერობით მასზე კომენტარს ვერ გააკეთებენ. 

კომენტარები