ავტოავარია

ნორლანდი: მწუხარებას გამოვთქვამთ გარდაცვლილი ქართველი სამხედრო კადეტების გამო

ტაბულა

აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და შეერთებული შტატების მთელი საელჩო მწუხარებას გამოთქვამს ქართველი სამხედრო კადეტების, ბესარიონ ღორჯოლაძისა და სოსო მაკარიძის ავტოკატასტროფაში ტრაგიკული გარდაცვალების გამო, რომელიც გუშინ, ნიუ ჯერსის შტატის მოყინულ სამანქანო გზაზე მოხდა.

"კადეტები, ღორჯოლაძე და მაკარიძე, კონექტიკუტის შტატში, აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიაში სწავლობდნენ. ისინი სამშობლოს უსაფრთხოების დამცველი პატრიოტები იყვნენ, რომლებიც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა შეერთებულ შტატებში განათლების მისაღებად მიავლინა. შეერთებული შტატების საელჩო უსამძიმრებს კადეტების, ღორჯოლაძისა და მაკარიძის ოჯახებს, მეგობრებსა და სამხედრო კოლეგებს ამ მძიმე წუთებში" - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. 

 

კომენტარები