პროვოკაცია ჩაფიძის წინააღმდეგ

საგანელიძე ჩაფიძის საქმეზე: ტყიბულში ერთმა-ორმა პირმა ზედმეტად იაქტიურა

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის განცხადებით, ის დაპირდა ელისო ჩაფიძეს, რომ შეისწავლის ინფორმაციას განათლების მინისტრის მრჩევლის მხრიდან მუქარის შესახებ.

საგანელიძის თქმით არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ ქონია, და უბრალოდ ერთმა-ორმა პირმა ზედმეტად იაქტიურა.

„აქ არანაირი დაპირისპირება არ არის, არის გარკვეული თემა, რომელიც უკავშირდება ტყიბულში ერთი-ორი პირის ზედმეტ აქტიურობას, როგორც ქალბატონი ელისო ბრძანებს. ეს არ ნიშნავს დაპირისპირებას, თუმცა როგორც შევპირდი ქალბატონ ელისოს, ამ თემაზე გარკვეულ ინფორმაციას მოვიპოვებ“ - განაცხადა საგანელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი, ელისო ჩაფიძე, მცხეთა-მთიანეთის გუბრენატორსა და განათლების მინისტრის მრჩეველს მის წინააღმდეგ პროვოკაციების დაგეგმვაში ადანაშაულებს. ჩაფიძის თქმით, ოთარ აბესაძე, რომელიც მინისტრის მრჩეველია, ტყიბულში მაჟორიტარის წინააღმდეგ ინფორმაციას ავრცელებს.

ელისო ჩაფიძის თქმით, აბესაძე მარტო არ მოქმედებს და ის მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის, ნუგზარ ყიფიანის ინტერესებს ატარებს, რომელიც წარმოშობით ტყიბულიდანაა. ელისო ჩაფიძის თქმით, ოთარ აბესაძესთან ერთად ტყიბულში რამდენჯერმე ჩავიდა უმრავლესობის წევრი ირაკლი ტრიპოლსკიც.

კომენტარები