საყდრისის კომისია

რატიანი საყდრისის კომისიის ჩავარდნაზე: ივანიშვილის ზეწოლას ვერ გაუძლეს

news.ge

სამწუხაროა, რომ უმრავლესობამ ვერ გაუძლო მთავრობისა და ივანიშვილის მხრიდან ზეწოლას და უარი თქვა ქართული კულტურის მიმართ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩადენილი დანაშაულის გამოძიებაზე - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა სერგო რატიანმა საყდრისის საბადოს საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ჩავარდნასთან დაკავშირებთ.

"საყდრისი ქართველი და უცხოელი მეცნიერების მხრიდან არის აღიარებული, როგორც უმნიშნელოვანესი ძეგლი და ეს არ იქნება ბოლო წერტილი, ამის შემდეგ ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას, თავიდან დავსვამთ საკითხს, თავიდან შევიტანთ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს ინიციატივას და მნიშნელოვანია, რომ ამასთან დაკავშირებით განვაცხადოთ, რომ მთავრობა, რომელიც ახორციელებს ზეწოლას პარლამენტზე, მთავრობა, რომელიც ჩადის დანაშაულს, უნდა გადადგეს და ამასთან დაკავშირებით მრავალი ათასი ადამიანი გამოხატავს თავის პოზიციას", - განაცხადა რატიანმა.

საყდრისის საბადოს საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება. საქართველოს პარლამენტში დღეს, 4 მარტს გამართულ სესიაზე, კომისიის შექმნას 55-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო სამი წინააღმდეგ წავიდა. პროექტის განხორციელებისთვის კი საჭირო იყო 76 დეპუტატის თანხმობა. ცნობისთვის, გასული წლის დეკემბრის ბოლოს, პარლამენტმა საყდრისის საბადოს საკითხთან დაკავშირებით საგამოძიო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობას დაუჭირა მხარი, თუმცა კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა.

კომენტარები