ანტიკორუფციული სააგენტო

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დეპარტამენტის სპეციალისტი დააკავეს

ანტიკორუფციულმა სააგენტომ საბურთალოს გამგეობის თანამშრომელი მიხეილ ქვირია დააკავა. ქვირია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დეპარტამენტში წამყვანი სპეციალისტის თანამდებობას იკავებდა.

ჯერჯერობით, უცნობია, რის გამო დააკავეს მიხეილ ქვირია. საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს და შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, საქმეში არსებული დარღვევები დეტალურად გამოიძიოს.

კომენტარები