პროტესტი ბიძინა ივანიშვილს

ივანიშვილის რეზიდენციასთან ხვალ აქცია "შემოულაწუნე" გაიმართება

არასაპარლამენტო ოპოზიცია ხვალ საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციას "შემოულაწუნე" გამართავს. აქციის მონაწილეები 7 საათზე რესპუბლიკის მოედანთან შეკრებას და ავტოკოლონით ივანიშვილის რეზიდენციასთან მსვლელობას გეგმავენ.

აქციის ორგანიზატორები პოლიტიკური პარტიები: თავისუფალი საქართველო, რეფორმატორები და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობაა. პარტიების წევრების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება და ამ საკითხზე მთავრობასთან დიალოგია.

კომენტარები