აშშ-სა და ს.კორეის სამხედრო წვრთნებს ჩ.კორეა რაკეტების გაშვებით პასუხობს

AFP

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით ორი მოკლე რადიუსის რაკეტა გაუშვა. აშშ-სა და სამხრეთ კორეას შორის ყოველწლიური სამხედრო წვრთნები დაიწყო.

რაკეტები ჩრდილოეთ კორეის დასავლეთით მდებარე ქალაქ ნამპოდან გაუშვეს და საბოლოოდ ისინი იაპონიის ზღვაში ჩაცვივდა.

წვრთნებში ათიათასობით სამხედრო მონაწილეობს, რაც ოფიციალური ფხენიანის გაბრაზებას იწვევს. სეული და ვაშინგტონი სამხედრო ვარჯიშებს თავდაცვითი ხასიათისას უწოდებენ. მაშინ, როცა ჩრდილოეთ კორეა "შეჭრის რეპეტიციად“ აფასებს.

სამხედრო წვრთნები 8 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

კომენტარები