ბორის ნემცოვის მკვლელობა

დღეს მოსკოვში ბორის ნემცოვის პატივსაცემად სამგლოვიარო მარში გაიმართება

lenta-ua.net

მოსკოვში ბორის ნემცოვის პატივსაცემად სამგლოვიარო მარში დღეს, 15:00 საათზე გაიმართება. ამის შესახებ ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა, ლეონიდ ვოლკოვმა Twitter-ზე დაწერა.

რუსი ოპოზიციონერები პირველ მარტს ანტიკრიზისული მარშის გამართვას გეგმავდნენ, თუმცა, ნემცოვის მკვლელობის გამო აქცია გადადეს და სამგლოვიარო ღონისძიების ჩატარება გადაწყვიტეს.

ცნობისთვის, რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი მოსკოვში, კრემლთან ახლოს მოკლეს. როგორც ამბობენ, ნემცოვი ხიდზე მეგობარ ქალთან ერთად გადადიოდა, როდესაც მკვლელმა მანქანიდან ზურგის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან 4-ჯერ ესროლა.

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მომხდარი დაგმო, საქმე პირად კონტროლზე აიყვანა და დასძინა, რომ მკვლელობა შეკვეთილია.

კომენტარები