აქციის დაშლა კიევში

სპეცრაზმელების მიერ ძალის გამოყენების გამო არსენ ავაკოვმა ბოდიში მოიხადა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა ბოდიში მოიხადა სპეცრაზმის მიერ ეროვნული ბანკის წინ აქციის მონაწილეთა დაშლისას ძალის გადამეტების გამო. მინისტრმა თანამდებობიდან გადააყენა პოლიციის რაიონული განყოფილების ხელმძღვანელი, უწყებაში ფაქტზე შიდა გამოძიება დაიწყო, რომელსაც ავაკოვის მოადგილეები ეკა ზღულაძე და სერგეი იაროვოი ხელმძღვანელობენ.

ინციდენტი წუხელ ღამით მოხდა, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეთა მიერ დადგმული კარვების დაშლა სცადეს, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დემონსტრანტები ეროვნული ვალუტის გაუფასურებას აპროტესტებდნენ. ამავე დროს, ავაკოვმა დემონსტრანტებს სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინება სთხოვა.

კომენტარები