კრიზისი უკრაინაში

უკრაინელმა სამართალდამცველებმა ხარკოვის ტერაქტის კიდევ ხუთი მონაწილე დააკავეს

Sergey Kozlov / RIA Novosti

უკრაინელმა სამართალდამცველებმა ხარკოვის ტერაქტის კიდევ ხუთი მონაწილე დააკავეს. უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებით, ჯგუფი ტერაქტებს ქვეყნის სხვა ქალაქებშიც ამზადებდა. ამოღებულია ასაფეთქებელი ნივთიერება და იარაღი.

22 თებერვალს ხარკოვის მშვიდობიანი მსვლელობის დროს მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. უკრაინელი სამართალდამცველების ცნობით, ტერორისტებმა ინსტრუქციები და აღჭურვილობა რუსეთიდან მიიღეს.

კომენტარები