ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

დავით კირკიტაძის მამას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში კითხავენ

is.ge

ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის დავით კირკიტაძის მამა, ალექსანდრე კირკიტაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს. დაკითხვამდე მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ უწყებას მასთან კითხვები 2007 წელს წარმოებულ სამუშაოებთან დაკავშირებით აქვს.

ალექსანდრე კირკიტაძის თქმით, მისმა სამშენებლო კომპანიამ ზუგდიდსა და სენაკში ორი კომპლექსი ააშენა. მან დაკითხვაზე დაბარება დავით კირკიტაძის მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყებას დაუკავშირა.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დავით კირკიტაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. გამოძიების ვერსიით, 2011-2012 წლებში, დავით კირკიტაძის მითითებით, ქვემო ქართლის გუბერნიის კუთვნილმა სპეცტექნიკამ, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, უსასყიდლოდ შეასრულა სამუშაოები დავით კირკიტაძის ძმის, ირაკლი კირკიტაძისა და ყოფილი საჯარო მოხელის, გიორგი უდესიანის ერთობლივი კომპანიების, შპს "ავტოჰაუს-რუსთავი 2011"-ისა და შპს "ტიტანი 2011"-ის სასარგებლოდ. თბილისის საქალაქო სასამართლომ ქვემო ქართლის ყოფილ გუბერნატორს დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიებად 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. 

კომენტარები